მთავარი სიახლეები

  • ლადო ჭინჭარაული საკუთარ შედეგებს აუმჯობესებს...

    » Read More
  • ნიკა თვაურმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა

    » Read More
  • უსინათლო ფეხბურთელთა წარმატება ევროჩელენჯზე

    » Read More
  • პარაოლიმპიური სასკოლო დღეები პირველი ნაწილი თბილისის სკოლები

    » Read More
  • თბილისის ღია პირველობაზე ქართველმა პარამოცურავეებმა თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს...

    » Read More

პორტუგალიის ქალაქ მადეირაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი პარამოცურავეებს შორის. კონტინენტის საუკეთესო პარამოცურავეებს შორის, ქართველები ნიკა თვაური და ლიკა ჩაჩიბაიაც გამოდიოდნენ. 2012 წლის პარაოლიმპიადის მონაწილე და კომპანია BP-ის ელჩი ნიკა თვაური, რიოში გასამგზავრებელი ლიცენზიისთვის იბრძვის. ნიკას მიზანი მადეირაში სწორედ, მომავალ პარაოლიმპიადაზე გასამგზავრებელი ქულების აღება იყო. ნიკამ 100 მეტრიანი დისტანცია ბრასით, წუთში, 28 წამსა და 90 მეასედში გაცურა, რაც მის ბოლო ოფიციალურ შედეგზე უკეთესი გამოდგა, თუმცა სალიცენზიოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. მიხუედავად ამისა, ქართველ პარამოცურავეს, რომელიც უსინათლოთა კლასიფიკაციაში გამოდის, ხელის მტევანიც ამპუტირებული აქვს, რაც მას კონკურენტებთან შედარებით ამოცანას ურთულებს. თვაურს, რიოში მოსახვედრად ახლა ერთადერთი შანსი, ორგანიზატორების მხრიდან, ე.წ. "ველური ბარათით" თავისუფალი მოწვევა რჩება.
ნიკასთან ერთად პორტუგალიაში დასრულებულ, ევროპის ჩემპიონატზე ლიკა ჩაჩიბაიამ მოსინჯა ძალა. ლიკასთვის ეს მაღალი რანგის ტურნირზე სადებიუტო გამოსვლა იყო და პირველი ცდისთვის მისი გამოსვლა დადებითად შეფასდა.