მთავარი სიახლეები

  • ლადო ჭინჭარაული საკუთარ შედეგებს აუმჯობესებს...

    » Read More
  • ნიკა თვაურმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა

    » Read More
  • უსინათლო ფეხბურთელთა წარმატება ევროჩელენჯზე

    » Read More
  • პარაოლიმპიური სასკოლო დღეები პირველი ნაწილი თბილისის სკოლები

    » Read More
  • თბილისის ღია პირველობაზე ქართველმა პარამოცურავეებმა თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს...

    » Read More

პოლონეთის ქალაქ შჩეცინში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ტყვიის სროლაში პარასპორტსმენებს შორის. 
საქართველოდან, შეჯიბრებაზე ლადო ჭინჭარაულმა იასპარეზა და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა. ლადო ორ დისციპლინაში: R4-ში და R5-ში გამოვიდა და თავისი შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
პნევმატული შაშხანით 10-იანი მანძილზე R4-ში ქართველმა პარასპორტსმენმა ამჯერად 619.1 ქულა დააგროვა, აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი 610.7 ქულა იყო. ლადო აღნიშნულ დისციპლინაში საკვალიფიკაციო შედეგს, მხოლოდ 0.9 ქულით ჩამორჩა.
R5-ში კი ლადომ თავისი ძველი შედეგი 15.2 ქულით გააუმჯობესა და 630.7 ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით, ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო შედეგზე 2.7 ქულით მეტი აჩვენა.
ლადო ჭინჭარაულთან ერთად, მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარიაც იმყოფება. ქართული დელეგაცია, პოლონეთიდან გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთ მსოფლიო თასზე მიიღებს მონაწილეობას.