ქართველი ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების ღია ვარჯიში, პოლონეთსა და უნგრეთში გამგზავრების წინ. 11 დან 15 თებერვლის ჩათვლით, უნგრეთში გასამართ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანი რაპირისტთა შორის, რიოს პარაოლიმპიადის სალიცენზიო ქულების აღებას შეეცდება. ქართველ პარამოფარიკავეთა შორის, ირმა ერთადერთია, ვისაც ყველაზე უკეთესი შანსი აქვს, მსოფლიოს საუკეთესო 12 მონაწილესა და შეასბამისად რიოში გამგზავრების ლიცენზიის მოსაპოვებლად. BP-ს ერთერთი ელჩი, უნგრეთის მსოფლიო თასისთვის 10 დღიან, გენერალურ შეკრებას პოლონეთში გაივლის. ვარშავაში გამგზავრებამდე, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ღია ვარჯიში გამართა...

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, შშმ პირთა შორის საინტერესო ღონისძიება შედგა. პარასპორტსმენები ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთს მკლავჭიდსა და ნარდში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულთათვის დაწესდა შეასბამისი ჯილდოები და ფასიანი პრიზები. გლდანის გამოგეობა, პარაოლიმპიურ კომიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს და მსგავსი სახის ღონისძიებებს საკმაოდ ხშირად გეგმავს.