კომიტეტის ისტორია

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი - 2003 წელს დაარსდა. პირველად პარალიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში 1 პარასპორტსმენით იასპარეზა, ხოლო 2016 წელს რიოში წარმოდგენილი იყო 5 ლიცენზიანტით. 2003 წლიდან დღემდე, პარალიმპიურმა კომიტეტმა განვითარების ეტაპები გაიარა. დაწყებული 3 პარასპორტსმენით და 2 პარასპორტის სახეობით,დღეის ანგარიშით 19 სახეობითა და 300 პარასპორტსმენით. განვითარების ასეთი მზარდი მაჩვენებელი პარალიმპიური კომიტეტის დამსახურებაა, რომელიც 2013 წლიდან მოვიდა სათავეში. კომიტეტის ანგარიშზე 2017 წლიდან 100 ზე მეტი მაღალი სინჯის მედალია. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები,პრიზიორები, მსოფლიო თასის გათამაშებების ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელები არაერთ სახეობაში. იაგო გორგოძე (წოლჭიმი) პირველი პარალიმპიელი პარასპორტსმენია, რომელმაც 2008 წლის პეკინის პარალიმპიადაზე იასპარეზა. ზვიად გოგოჭური 2016 წლის რიოს პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული,ოქროს მფლობელი. ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა) მსოფლიო ჩემპიონი.ნინო თიბილაშვილი (ეტლით ფარიკაობა) მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში (ჯუნიორებში) რევაზ ჩიკოიძე (პარა ძიუდო) ევროპის ჩემპიონი, ოქროს მფლობელი. ირმა ხეცურიანი და რევაზ ჩიკოიძე 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენებად დასახელდნენ. შალვა მაისურაძის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის უმნიშვნელოვანესი განაცხადი იყო- ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც თბილისში 2018 წელს გაიმართა 45 ქვეყნისა და 500 პარასპორტსმენის მონაწილეობით. აღნიშნულ ტურნირს ესწრებოდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონი , რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა ტურნირს. ამავე პერიოდში გაფორმდა მემორანდუმები საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტებთან.დედაქალაქში ჩატარდა არაერთ სახეობაში საერთაშორისო ტურნირები. გაიმართა არაერთი ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება,სახელმწიფო სტრუქტურების, მედიის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. 2020 წელს აღნიშნული კომიტეტი სიახლით შეხვდა. გაიმართა პრეზიდენტის არჩევნები,სადაც ერთხმად პრეზიდენტად- რატი იონათამიშვილი იქნა არჩეული. ახალმა პრეზიდენტმა პრიორიტეტებად-პარალიმპიურ მოძრაობაში ახალგაზრდა შშმ პირთა ჩართულობა და რეგიონებში პარასპორტის განვითარება დაასახელა. პარალიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში ჩაეყარა, მეორე მსოფლიო ომის სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაციისათვის. მას მერე დღემდე, პარასპორტმა განვითარების უმაღლეს ეტაპებს მიაღწია. საქართველოში ამჟამად პარასპორტის 19 სახეობაა განვითარებული:


1-ეტლით ფარიკაობა

2-უსინათლოთა ფეხბურთი

3-პარაძიოდო

4-წოლჭიმი

5-პარაცურვა

6-პარამშვილდოსნობა

7-ეტლით მოსარგებლეთა ჩოგბურთი

8-პარა მაგიდის ჩოგბურთი

9-ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთი

10-მჯდომარე ფრენბურთი

 

11-პარამძლეოსნობა

12-პარასროლა

13-ტაიკვანდო

14-ბოჩა

15-ზამთრის სახეობები

16-პარაბადმინტონი

17-პარარაგბი

18-აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდთა ფეხბურთი

19-აუტისტური სპექტრის მქონე პირთა კალათბურთი