უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
2021-06-20
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
2021-06-19
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
2021-06-17
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის განცხადება
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის განცხადება
კრიტიკულად შემაშფოთებელია, რომ ამ დისრკიმინაციულ მიდგომას, რასაც პირდაპირ ეთერში ჰქონდა ადგილი, გადაცემის წამყვანისა და მონაწილე ადამიანების მხრიდან არ მოჰყოლია პროტესტი. პარალიმპიური სპორტი არის მაღალი მიღწევების სპორტი და ჩვენ ვამაყობთ ქართველი პარასპორტსემენების წარმატებითა და შედეგებით.
მსგავსი მიდგომები შეურაცხყოფას აყენებს პარალიმპიურ იდეას და ხელს უწყობს შშმ პირთა დისკრიმინაციას. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი და ჩვენი პარასპორტსმენები მოვითხოვთ ''პოლიტმეტრის'' უახლოეს გადაცემაში, წამყვანებმა გააკეთონ შესაბამისი განცხადება და ბოდიში მოუხადონ ქართველ პარალიმპიელებს.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აუცილებლად მიმართავს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას, რათა მედია საშუალებებში არა მხოლოდ პარალიმპიელი სპორტსმენების, არამედ შშმ პირთა მიმართ არ გვხვდებოდეს დისკრიმინაციული და სტიგმის ხელშემწყობი განცხადებები, თუ მიდგომები.