უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
2021-06-20
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
2021-06-17
''ტოიოტა კავკასია'' საქართველოს პარალიმ ..
2021-06-03
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მე-5 ადგილი დაიკავა
პარასროლაში ლიმას 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, (11-20 ივნისი) რომელშიც 44 ქვეყანა და 159 პარასპორტსმენი იღებს მონაწილეობას, ქართველმა პარამსროლელმა - ლადო ჭინჭარაულმა პნევმატური შაშხანით სროლაში - R4 კატეგორიაში, საუკეთესო 29 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
R5 და R9 კატეგორიებში კი მე-15-ე ადგილზე გავიდა.
ლადო ჭინჭარაული, პარასროლაში, 2021წელს გამართული ტურნირების ფინალისტი 3-ჯერ გახდა, რაც ძლიერი კონკურენციის პირობებში, დიდი მიღწევაა.
ჩვენს პარასპორტსმენს ვულოცავთ წარმატებულ ასპარეზობას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!
შეგახსენებთ, რომ ლიმას 2021წლის მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.