იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტში

რატი იონათამიშვილი: დღეს, საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტში ვუმასპინძლეთ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ იმამურა აკირას.
მის აღმატებულებასთან ერთად დავათვალიერეთ ჩვენი პარამოფარიკავე ქალთა ეროვნული ნაკრების მზადების პროცესი. ვისაუბრეთ საქართველოს და იაპონიის პარალიმპიური მოძრაობების თანამშრომლობის გზებზე.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი მადლობას უხდის ბატონ იმამურა აკირას მხარდაჭერისთვის.
24 აგვისტოს ტოკიოში სტარტს აიღებს ზაფხულის პარალიმპიური თამაშები, რომლისთვისაც ქართველი პარალიმპიელები აქტიურ მზადების პროცესს გადიან და ისტორიული მაქსიმუმით ვიქნებით წარმოდგენილი.