უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე უორიკის გრან პრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

60 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა აჩვენეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ქალდანმა უზბეკ, ზურაბიანმა კი ვენესუელელ მეტოქეს აჯობა.

ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ბაჩუკი შელიაც გამოდიოდა, რომელიც მედლის გარეშე დარჩა. დიდი ბრიტანეთის გრან პრი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირია.

 

Imedinews.ge