უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
დავიცვათ შშმ პირთა უფლებები, ნიშნავს - დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება და მომავალი - რატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ვფიქრობ, უხერხულია, ვისაუბროთ მიღწევებზე და პროგრესზე, არამედ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან და ვდგავართ შშმ პირები.
მსოფლიო პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, საქართველოში, სადაც კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელის ხარვეზები. დიაგნოზზე (და არა საჭიროებაზე) დაფუძნებულმა მიდგომამ შეუძლებელი გახადა შშმ პირებისთვის ადეკვატური სერვისების მიწოდება და თანაბარი პირობების შექმნა; გაზარდა დისკრიმინაციისა და უსამართლო მოპყრობის რისკები. ამიტომ, ვინაიდან ახალი კანონით შევქმენით უფლებრივი პარადიგმის სამართლებრივი გარანტიები, 2021 წლიდან სოციალურ მოდელზე გადასვლას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.
უახლოეს პერიოდში, შემდეგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი მაქვს:
მთავრობამ უნდა დაამტკიცოს “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომელიც დაეფუძნება “უნივერსალური დიზაინის” პრინციპებს;
შეიქმნას CRPD-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ეროვნული მექანიზმი, რომელსაც ექნება პროცესის მართვის რეალური ბერკეტები და გარანტიები და არ იქნება სათათბირო-საკონსულტაციო ინსტრუმენტი;
უნდა დასრულდეს CRPD-ის დამატებითი ოქმის რატიფიცირების პროცესი.
მართალია, არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, ხელის ერთი დაჭერით, რომ შევძლოთ ყველა პრობლემის აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, კონკრეტულ დროში კონკრეტული რესურსების მობილიზებითა და ეფექტური კოორდინაციით, ასევე, შშმ პირთა და შშმ პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციების ჩართულობით, თანმიმდევრულად გადავჭრათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
ჩვენ არ გვაქვს უფლება დავკარგოთ თაობები მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვცხოვრობთ თანაბარ გარემოში.
დავიცვათ შშმ პირთა უფლებები, ნიშნავს - დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება და ჩვენი მომავალი!