ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის შეიქმნა

ტოიოტამ ახალი საოპერაციო სისტემა წარადგინა, რომელიც e-Palette-ს პრაქტიკული გამოყენებისთვის სხვადასხვა სერვისებს უზრუნველყოფს.
 
e-Palette სრულად ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც სპეციალურად ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის შეიქმნა. უახლოეს მომავალში კი ტოიოტა e-Palette-ს კომერციული მიზნებისთვის წარმოებას გეგმავს.