უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტში ''ათლეტთა საბჭოს'' შეკრება გაიმართა
ამა წლის 29 იანვარს, საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტში გაიმართა "ათლეტთა საბჭოს" შეკრება, რომელსაც ესწრებოდა, მსოფლიოს ზაფხულის და ზამთრის პარალიმპიური თამაშების მონაწილე ყველა პარასპორტსმენი.
შეკრების მიზანი - პარასპორტსმენებისთვის , საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში მოქმედი "ათლეტთა საბჭოს"შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე პარასპორტსმენებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სტრუქტურის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის სტრუქტურასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის "ათლეტთა საბჭო"იხელმძღვანელებს ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით.
"ათლეტთა საბჭოს"თავმჯდომარედ დასახელდა - ირმა ხეცურიანი.
საბჭოს წევრებად დასახელდნენ - თემურ დადიანი, ნინო საბაშვილი, თინათინ რევაზაშვილი.
"ათლეტთა საბჭოს" მომდევნო შეკრება 2021 წლის ივნისის თვეში გაიმართება.