უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
2021-06-20
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
2021-06-19
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
2021-06-17
პარასპორტსმენებმა განახლებული ტურნირები წარმატებით დაიწყეს
პანდემიის პერიოდში გრძელვადიანი პაუზის შემდგომ, განახლებული ტურნირები საქართველოს პარასპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს.
პარაწოლჭიმში, 2021 წლის კოლუმბიის (ბოგოტა) მსოფლიო თასის მიმდიმარე გათამაშებაზე (5-დან 8-მარტის ჩათვლით) საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების წევრებმა ნინო საბაშვილმა და ნათია გამიდოვამ საუკეთესო შედეგები ანახეს.
ნინო საბაშვილმა (წონითი კატეგორია 73კგ) და ნათია გამიდოვამ (წონითი კატეგორია 61კგ) მეორე ადგილი დაიკავეს.
ნაკრების წევრები განაგრძობენ ასპარეზობას, მწვრთნელის ზურაბ ციხიშვილის ხელმძღვანელობით. გოგონებს ვულოცავთ და ნაკრების წევრებს წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ.
კოლუმბიის მსოფლიო თასის გათამაშება 8 მარტს დასრულდება, რომელიც ტოკიოს 2021 წლის პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ტურნირია.