უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
ლადო ჭინჭარაულის წარმატება პარამსროლელთა მსოფლიო თასზე
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ ალ აინში, პარამსროლელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე წარმატებით გამოვიდა ქართველი პარასპორტსმენი ლადო ჭინჭარაული. მან მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალში გამოსვლა კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ჭინჭარაულმა 50-მეტრიან დისტანციაზე შაშხანიდან სროლაში იასპარეზა და საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი – 622.9 ქულა დააგროვა (104.5; 104,2; 104,6; 102,9; 102,9; 103,8). მან გაუსწრო პარალიმპიადის ორგზის უკრაინელ ჩემპიონ ვასილ კოვალჩუკს (619,7) და იტალიელ რობერტო ლაზაროს (614,8).
ფინალში ჭინჭარაულმა 203,6 ქულით დაასრულა გამოსვლა, რაც საბოლოოდ, მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. ჩემპიონი 248,8 ქულით მასპინძელი აბდულა ალაჰბაბი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი ბოლო სერიაში გამოგლიჯა კოვალჩუკს (148,0) და შეიძლება ითქვას, უკრაინის გუნდს მესამე ოქრო წაართვა (მათ პირველ დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვეს). მესამე ადგილზე 225,7 ქულით ლაზარო გავიდა.
წყარო: 1TV.GE