აჰმედ რაზმაზარი მანჩესტერში 2021 წლის მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მფლობელი გახდა

ოქრო ჩვენია. ახმედ რაზმაზარი (80კგ.წონით კატეგორიაში) მანჩესტერში 2021 წლის მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მფლობელი გახდა.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა, აღნიშნული ტურნირი ტრიუმფით დაიწყო. რაზმაზარი 7 ათლეტს შორის უძლიერესი აღმოჩნდა.საუკეთესო შედეგი ანახა და პირველი ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ ჩვენს პარასპორტსმენს ,მის მწვრთნელს- ზურაბ ციხიშვილს ამ გამარჯვებას. საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი აგრძელებს ასპარეზობას.

 

აღნიშნული მსოფლიო თასი, ტოკიოს 2021 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.