უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
2021-06-20
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
2021-06-19
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
2021-06-17
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2 მედალი მოიპოვა
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები მსოფლიოს თასზე წარმატებით გამოვიდა და ორი მედალი მოიპოვა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე აჰმად რაზმაზარმა 190 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.
ვერცხლის პრიზიორი გახდა იაგო გორგოძეც, რომელიც 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს და 190 კილოგრამი დააფიქსირა. ტაილანდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იყო.