საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზება უმაღლეს დონეზე შეაფასა

თბილისი პარაწოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებას მასპინძლობს


20 მაისს სასტუმრო „ჰუალინგში“ პარაწოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპია, 26 ქვეყნის 100-ზე მეტი პარასპორტსმენი მონაწილეობს.

მსოფლიო თასის გათამაშების მეორე დღეს შეჯიბრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, რატი იონათამიშვილთან ერთად დაესწრო. სოსო გიორგაძემ სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მომავალშიც უმასპინძლოს მსგავს სპორტულს ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზება უმაღლეს დონეზე შეაფასა. ტურნირი 23 მაისს გუნდური ასპარეზობით დასრულდება.

 

©️ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრობის სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი