უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ
საპარლამენტო ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა, ხაზგასმულია ის გარემოებები და პუნქტები, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას.
პირველი მოსმენით დავუჭირეთ მხარი კანონის პროექტს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ". ინიცირებულ პროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შედის შემდეგი ცვლილებები ⤵️
მოხდება შშმ პირთა ორგანიზაციის განსაზღვრა;
დაემატება მუხლი შშმ ქალთა უფლებების დაცვის შესახებ;
დაემატება, ან ახლებურად განიმარტება "კომუნიკაცია", "მისაწვდომი გარემო" და "ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი";
შევა შესაბამისი ცვლილებები კანონში "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმა ჩაითვლება დისკრიმინაციის ფორმად;
8-ე მუხლში (ჯანმრთელობის დაცვა) დაემატება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვალდებულების კომპონენტი;
11-ე მუხლში (ექსპლუატაციის, ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა) დაემატება 3-ე პუნქტი - სახელმწიფო უზრუნველყოფს ექსპლუატაციის, ძალადობის, ან შეურაცხყოფის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წვდომას ფიზიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამებზე.
პარალიმპიური მოძრაობა და პარალიმპიური კომიტეტი საკანონმდებლო დონეზე გათანაბრდება ოლიმპიურ მოძრაობასა და ოლიმპიურ კომიტეტთან, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი შშმ ახალგაზრდის ჩართვას პარალიმპიურ მოძრაობაში, სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებაში.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. პირველ რიგში: იუსტიციის სამინისტროს, შშმ პირებს და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო პარტნიორებს, ჩემს კოლეგებს და უფლებადამცველებს. მეორე მოსმენამდე ჩვენ კიდევ არაერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, რათა მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ და რომლის საბოლოო რედაქციაშიც ყველას წვლილი იქნება ასახული'', - აღნიშნულია რატი იონათამიშვილის განცხადებაში.