დღეს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

რატი იონათამიშვილის პოსტი:

დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ თარიღებით და ვალდებული ვართ ყოველ სამუშაო დღეს თანაბრად გავანაწილოთ პასუხისმგებლობა, ვფიქრობ საინტერესო იქნება იმის გახსენება, თუ საიდან დავიწყეთ და რა გავაკეთეთ დღემდე. რა არის ჩცენი მთავარი გამოწვევები ხვალ: 

ბავშვზე ზრუნვის და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს იყო, 12,5 მილიონი ლარი, 2020 წელს 37,5. ანუ გაიზარდა 300%-ით.

ადრეული განვითარების ბიუჯეტი იყო, სულ რაღაც 190,000, დღეს 3,2 მილიონი ლარია.

რეაბილიტაცია/აბალიტაციის - 656,700 ლარი, დღეს - 3,440,00 ლარი.

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის იყო მხოლოდ 260 ათასი ლარი, დღეს, 2,8 მილიონი ლარი.


აუტიზმის პროგრამა საერთოდ არ არსებობდა, დღეს მარტო თბილისის მერია აფინანსებს 1230 ბენეფიციარს, ბიუჯეტი 4,5 მილიონ ლარზე მეტია.

2012 წელს საჯარო სკოლებში იყო მხოლოდ 500 სსსმ მოსწავლე, დღეს - 8000. სვათაშორის, სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სკოლების არც ერთი შენობა არ იყო ადაპტირებული მაშინ, მხოლოდ დონორების და არასამთავრობოების მეცადინეობით, დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის რეგიონებში და სოფლებში და, ამ შენობების საარჩევნო უბნებად გამოყენებაც ხდება.


2012 წლამდე თბილისში არც ერთი ადაპტირებული ავტობუსი არ მოძრაობდა. დავიწყეთ 2015 წლიდან და დღს უკვე 400 ადაპტირებული ტრანსპორტი დადის ქალაქში. ეს პროცესი თვითთმართველ ქალაქებზეც გაგრძელდება.

ადაპტირებულია რკინიგზაც. მატარებლები, თბილისის ცენტრალური სადგური, ბათუმისა და ქობულეთის სადგურები, ურეკის ბაქანი.

ადაპტირების მსხვილი პროექტები: პარლამენტის შენობა, საკრებულოს შენობა, თბილისის მერია, განათლების სამინისტროს შენობა, დინამო არენა, სპორტის სასახლე, მზიურის განახლებული პარკო, ბათუმის პლაჟი, მცხეთის ტურისტული მარშრუტი, ქუჩებში პირველად გაჩნდა ტაქტილური პანდუსები (სხვათაშორის 2012 წლისთვის არც ერთი ტროტუარი არ იყო ადაპტირებული), პირველად მოხდა გადასასვლელი ხიდის ადაპტირება. გრძელდება საფეხმავლო გზების მისაწვდომობა. შევხვდებით ჭავჭავაძის განახლებულ გამზირზე.

სოციალური პაკეტი: 2012 წელს პირველი ჯგუფის პენსია - 125 ლარი, 18 წლამდელთა - 70, მეორე ჯგუფისაც 70. 2020 წლის 1 ივლისიდან, პირველი ჯგუფი - 250, 18 წლამდე - 250, მეორე ჯგუფი - 140. ანუ პირველ და მეორე ჯგუფზე თურმე 100 %-ით გაიზარდა, ხოლო 18-წლამდე შშმ პირებისთვის 125 %-ით.

მახსოვს, ძველ აეროპორტში "წონიდნენ" შშმ პირებს და ბორტზე აყვანაში ფულს ახდევინებდნენ, თუ შენი იფლებები კარგად იცოდი, აწომბას გადარჩებოდი, მაგრამ მაინც ექიმები ცვლიდნენ პერსონალურ ასისტენტებს... ახალი რომ ააშენეს, სანიტარული კვანძები საწყობად იყო ქცეული.... - დღეს ადაპტირებული ტრაპები და საკმაოდ ხარისხიანი სერვისი. ვიწრო ეტლებია მხოლოდ ოდნავ განსაახლებელი და ტაქტილური ბოლიკები დასაგები.


პარალიმპიური მოძრაობა და შშმ პირთა სპორტი. 2012 წელს მხოლოდ 3 პარასპორტსმენი, 2 სპორტის სახეობა, არანაირი მედალი, არანაირი კალენდარი, ინდივიდუალური საწვრთნელი გეგმა, სავარჯიშო პირობები, დღეს - ადაპტირებული სპორტული კომპლექსი, 300 პარასპორტსმენი, ინდივიდუალური გეგმები და კალენდარი. 100-ზე მეტი სხვადასხვა სინჯის ასზე მეტი მედალი. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი, წარმატება ზამთრის პარალიმპიადაზე.


საკანონმდებლო მიმართულებით.

2003-2012 წ.წ. არც ერთი მოწვევის პარლამენტში არ მომხდარა შშმ პირთა უფლებისთვის საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება.⁉️

2012 წლიდან დღემდე:

 შშმ პირთა უფლებრივი გარანტიები კონსტიტუციაში;

 CRPD-ის რატიფიცირება;

 ქმედუნარიანობის რეფორმა;

 მისაწვდომობის ჩასწორებები, რომლის საფუძველზე დაწესდა სანქციები, განისაზღვრა ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოები და ყველაზე მთავარი, მთავრობას დაევალა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებისა და მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავება.

 ცვლილებები პარკინგთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გაიზარდა ჯარიმები, გამოსწორდა ადმინისტრირება, უფლება გავრცელდა შშმ მძღოლზეც და მგზავრზეც, სხვადასხვა ქალაქში აღებული საშვი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 ჩატარდა თემატური მოკვლევა შშმ ქალთა და გოგონების ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობაზე;

ამჯერად იგეგმება შშმ პირთათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კოდექსი და რაც მთავარია, ახალი კანონი, რომლის საფუზელზეც:

 მოხდება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან;

 პრემიერ-მინისტრის დონეზე შექიმნება კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული მექანიზმი - შშმ პირთა კომიტეტი;

სავალდებულო გახდება სოციალურ მოდელზე გადასვლა და მთავრობას დაევალება შესაბამისი გეგმის შემუშავება;

 შეიქმენბა შშმ პირთა უფლებებისა და მათი განხორციელების გარანტიები;

საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება გონივრული მისადაგების პრინციპი, რომელზე უარის თქმაც მიიჩნევა დისკრიმინაციად;

მოხდება “მისაწდვომობის” და “უნივერსალური დიზანის პრინციპის”, კომუნიკაციის განმარტება.

ქალთა უფლებების გაძლიერება და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვალდებულების აღება;

 გაჩნდება პირადი ასისტენტის ინსტიტუტი;

მთავრობა აიღბს ვლადებულებას მოახდიმოს პრევენცია, ან იზრუნოს ექსპლუატაციისა და ძალადობის მსხვერპლი შშმ პირების რესოციალიზაციაზე;

 დაინერგება სპეციალური მოსასრჩელის ინსტიტუტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შშმ პირთა ადვოკატირების პროცესს;

 განისაზღვრება შშმ პირთა ორგანიზაციის სტატუსი.

განისაზღვრება თითოეული სამთავრობო უწყებების კომპეტენცია და ვალდებულებები;

 საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი გაუთანაბრდება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს;

მოხდენა ჟესტური ენის სტატუსის განმტკიცება, რაც მის განვითარებას შეუწყობს ხელს;

 საქართველოს პარლამენტი (შესაბამისი კომიტეტი) წელიწადში ერთხელ მოისმენს საქართველოს მთავრობის ანგარიშს შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაციის შესახებ და კონვენციის საიმპლემნტაციო ქმედებებზე.

 

 

 

 გამოწვევები:

 

 გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტაუტი ოქმის მიღება (ამ პროცესის დასრულება);

 მისაწვდომობის ეროვნული გეგმის და სტანდარტების მიღება ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფით და კოორდინირება/ზედამხედველობა;

 ზრდასრული შშმ პირების სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა;

სოციალურ მოდელზე გადასვლა/პროცესის ეფექტური მონიტორინგი და იმპლემენტაცია.

ე.წ. მესამე ჯგუფის სმენადაქვეითებულთა უფლებების დაცვა!

 ქმედუნარიანობის რეფორმის მეორე ტალღის დაწყება!