უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
2021-06-20
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
2021-06-19
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
2021-06-17
ტოკიო -2020 ახალი სპონსორების მოზიდვას ცდილობს
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი პარტნიორებთან არსებული შეთანხმების გაგრძელების გარდა, ახალი სპონსორების მოზიდვას აპირებს, რათა თამაშების 2021 წლისთვის გადატანით გამოწვეული დამატებითი ხარჯები დაფაროს.
,, უახლოეს ხანებში ყველა დეტალის და განახლებული ხელშეკრულებების პირობების განხილვას შევუდგებით. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ახალი პარტნიორი კომპანიები მოვიზიდოთ" ,- განაცხადა ტოკიო-2020-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მასა ტაკაიამ.
იაპონელ ანალიტიკოსთა გათვლებით, ორგანიზატორებს ოლიმპიური თამაშების გადატანა დამატებით 2,7 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ.
ხარჯების დასაფარად იაპონელები ახალი კომპანიებისთვის სპონსორული ხელშეკრულებების გაზრდას, ასევე პარტნიორებთან არსებული შეთანხმებების გადახედვას გეგმავენ.