უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი ოლიმპიური თამაშების ჩატარებაში დარწმუნებულია
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ივლისისთვის გადატანილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები აუცილებლად შედგება.
„ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ტოკიოს თამაშებთან კავშირში არანაირად არ იქნება და არც ვერც მათ ჩატარებაზე იქონიებს გავლენას.
სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლის ივლისში ტოკიოს თამაშების დაწყებას ვიზეიმებთ.
დაკართან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა სამი წლის განმავლობაში ხუთი თამაშების ორგანიზება (ტოკიო-2020, პეკინი-2022, დაკარი-2022, პარიზი-2024, მილანი-კორტინა-2026) ამასვე საუბრობენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, რადგან ყოველივე დიდ ფინანსურ დაბანდებას მოითხოვს," - ბახის ამ განცხადებას წინ უძღოდა დაკარის 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 2026 წლისთვის გადავადება.