უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო პროგრამა უცვლელი რჩება - ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) უმთავრეს სხდომაზე, 136-ე სესიაზე, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად, ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართა, უმთავრესად ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები განიხილებოდა.
ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ტოშირო მუტოს განცხადებით, ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო პროგრამა უცვლელი რჩება. მათ შორის არის, როგორც ამას თამაშების მასპინძლები უწოდებენ, „სუპერ შაბათი" - ოლიმპიური თამაშების ბოლოს წინა დღე, როდესაც 34 ფინალი გაიმართება.
ორგანიზატორები ასევე ადასტურებენ, რომ ყველა სპორტული ნაგებობა ერთი წლით გადავადებული თამაშებისთვის შენარჩუნდება.
საუბარია 42 შენობა-ნაგებობაზე, არენაზე, პრეს-ცენტრზე, ოლიმპიურ სოფელზე, ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც საგანგებოდ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის აიგო თუ განახლდა.
სესიაზე ასევე განიხილეს არენებზე მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით დაშვების შესაძლებლობა.
IOC -ის პრეზიდენტის, თომას ბახის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სესიამ მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით დაშვებაზე იმსჯელა, ცხადია, დახურულ კარს მიღმა ოლიმპიური თამაშები „ის არ არის, რაც ჩვენ გვსურს": „ეს ერთ-ერთი ასეთი სცენარია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ისევე როგორც მოგზაურობის შეზღუდვა და კარანტინი. თუმცა, ჯერ ამაზე რაიმე კონკრეტულის თქმა ნაადრევია. ჩვენ სურვილია, რომ გულშემატკივრებით სავსე სტადიონები ვიხილოთ. ყველანაირი პირობა შევუქმნათ მათ, რათა მიიღონ ოლიმპიური გამოცდილება. ეს ის არის, რაზეც ვმუშაობთ. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. საკითხს დღეს ვერ გადავჭირით. ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო,"- აცხადებს თომას ბახი.