უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
2021-06-20
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
2021-06-19
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
2021-06-17
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ რაღაცეებისთვის თავი შეიზღუდო - ნინა თიბილაშვილი
არასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე სპორტსმენი ვიქნებოდი და მით უფრო ის , რომ ფარიკაობაში ჩავერთვებოდი, დღეს ფარიკაობა ჩემთვის ყველაფერია.
პარასპორტმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი თავის რწმენა მომცა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ყველანაირი პირობა გაქვს შექმნილი იმისათვის, რომ თავი ჩამოყალიბებულ სპორტსმენად ვიგრძნო. ჩაკეტილი ადამიანებისაც მესმის. ძალიან რთულია გამოხვიდე საკუთარი კომფორტის ზონიდან. ჩემი აზრით, საჭიროა, გყავდეს სწორი ადამიანები გვერდით, რომლებიც ბიძგს მოგცემენ. შენ უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა და იფიქრო, რომ ყველაფერი შეგიძლია. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ რაღაცებისთვის თავი შეიზღუდო.
ნინა თიბილაშვილი, პარამოფარიკავე.