საერთაშორისო ამბები - საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი და შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი თანამშრომლობას ხელს მოაწერენ

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი და შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი თანამშრომლობას ხელს მოაწერენ

ისტორიული შეთანხმების თანახმად, ორი ორგანიზაცია ითანამშრომლებს რიგ ინიციატივებზე.

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი და შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი ხელს მოაწერენ ისტორიულ ხელშეკრულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სფეროს პროგრესირებისთვის და პარა სპორტის დახმარებით ხელს შეუწყობენ ადამიანის უფლებათა დღის წესრიგის წინსვლა.

ხელშეკრულების ფარგლებში, ორი ორგანიზაცია ერთობლივად იმუშავებს ორმხრივი სტრატეგიული ინკლუზიური საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ორი ორგანიზაცია ასევე იმედოვნებს, რომ შეისწავლის საერთო ინტერესის სფეროებს სტრატეგიის, პოლიტიკის შემუშავების, კვლევისა და კომუნიკაციის გარშემო.