თომას ბახმა სპორტსმენებს ტოკიოს თამაშებისთვის მზადებისკენ მოუწოდა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ათლეტთა კომისიების ასზე მეტ წევრთან ერთგვარი ვიდეო-ზარის კონფერენცია ჩაატარა.  

კონფერენციის მონაწილეებს IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა მიმართა და IOC-ის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

IOC მუდმივ დიალოგშია ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან და იაპონიის მთავრობასთან. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ყველა მონაწილისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამართლიანი და თანასწორი პირობების შექმნა. თამაშების წარმატებით ორგანიზებაში თავდაჯერებულობას გვძენს ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერა, - აცხადებს თომას ბახი, - იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი ადრე მთავრობაში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი, ამიტომაც კონკრეტულ საკითხს დიდ ყურადღებას სახელმწიფო დონეზე უთმობს."

თომას ბახმა ათლეტთა კომისიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ მათ უნდა გაამხნევონ თავიანთი კოლეგები, შემატონ მათ თვითრწმენა, გააგრძელონ ვარჯიში, მოემზადონ ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად და ტოკიოს თამაშებისთვის.