საერთაშორისო ამბები -ავსტრიამ ევროპაში პირველმა შექმნა უსინათლო ქალთა საფეხბურთო ნაკრები

ავსტრიამ შექმნა ისტორია, ოფიციალურად გამოაცხადა უსინათლო ქალთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შექმნის შესახებ პირველად ევროპაში.

ავსტრია საერთაშორისო ასპარეზზე უერთდება იაპონიასა და არგენტინას, სხვა ქვეყნებთან ერთად ნაკრები მონაწილეობას მომავალ წელს ჩანიშნულ ორ მთავარ ღონისძიებაზე მიიღებს.

ვეტერანმა მოთამაშემ, ბეტინა სულიოკმა უსინათლოთა ფეხბურთის ისტორიაში წვლილი ჯერ კიდევ  ორი წლის წინ შეიტანა, როდესაც 2018 წლის „ევროჩელენჯის თასზე“ ავსტრიის შერეული ეროვნული ნაკრების კაპიტნი იყო კრაკოვში, პოლონეთში.  

ახლადშექმნილი ნაკრების მთავარი მიზანი ისეთ საერთაშორისო ტურნირებსა და ღონისძიებებში მონაწილეობაა, როგორიცაა IBSA– ს ქალთა საერთაშორისო ბანაკი და თამაშები 2021 წლის ივლისში ინგლისში, ჰერფორდში.

ნაკრების კაპიტანი გამოცდილი ბეტინა სულიოკია, მეკარე ტანჯა ჰენგლი, ხოლო მწვრთნელი  ჯო შტეინლეჰნერი.