"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა, მაინც წავიდოდი მისიაში" - როგორ შეიცვალა 29 წლის კაპრალის ცხოვრება, რომელმაც ავღანეთში აფეთქებისას კიდურები დაკარგა

ფა­რი­კა­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, მკლავ­ჭიდ­ში სამ­გზის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი, გი­ნე­სის ორგზის რე­კორდსმე­ნი აზიდ­ვებ­ში - ეს თე­მურ და­დი­ა­ნის მიღ­წე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბას 29 წლის კაპ­რალ­მა 2011 წელს ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ მი­აღ­წია. ავ­ღა­ნეთ­ში თე­მუ­რი თვით­ნა­კეთ ნაღ­მზე აფეთ­ქდა და ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი და­კარ­გა.

- 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომმა ჩემ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია, პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, სის­ხლი მი­დუღ­და და მსურ­და მეც მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და სამ­ხედ­რო ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი საქ­მე არ იყო და კრწა­ნი­სის სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი. იქ მივ­ხვდი, რომ ოჯახ­ში ვი­ყა­ვი, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი. გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი და ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფი "ჩარ­ლის ასე­უ­ლი" 2011 წელს ავ­ღა­ნე­თის ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­და­ის­რო­ლეს. ბაზა ბო­ლომ­დე აშე­ნე­ბუ­ლი არ იყო, თან ვიბ­რძო­დით, თან ბა­ზას ვა­შე­ნებ­დით. ის მი­სია ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ დროს რთულ ოპე­რა­ცი­ებს ას­რუ­ლებ­და ავ­ღა­ნეთ­ში.

 

ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი იმის­თვის, რომ ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, ვე­ღარ მი­ვაღ­წევ­დი იმას, რისი მიღ­წე­ვაც სამ­ხედ­რო საქ­მე­ში მინ­დო­და..

 

სტატია ვრცლად იხილეთ Ambebi.ge-ზე