საერთაშორისო ამბები -”კრიზისის დროს, სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდება ინკლუზია და არა ექსკლუზია“ - ენდრიუ პარსონსი

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი სიტყვით გამოვიდა პრესკონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა IOC-IPC პროექტის ტოკიო 2020-ის მიმოხილვის დასასრულს, მან ხაზი გაუსვა თუ რამდენად არაპროპორციულად მოქმედებს გლობალური პანდემია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

”მსოფლიოს მომავალი ზაფხულის  თამაშები სჭირდება, ხოლო ერთი მილიარდი შშმ პირისთვის პარალიმპიადა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო, როგორც მომავალი წლის პარალიმპიადაა”, - განაცხადა პარსონსმა.

”მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემია შეეხო ამ პლანეტის თითქმის ყველა ადამიანს, მან არაპროპორციულად იმოქმედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. COVID-19– მა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, რამაც ხელი შეუწყო დისკრიმინაციისა და ექსკლუზიურობის დონის ზრდას მრავალ მნიშვნელოვან სფეროში.“

”კრიზისის დროს, სამყაროს სჭირდება ინკლუზია და არა ექსკლუზია.“

”ცვლილებები იწყება სპორტით და მომავალი წლის პარალიმპიური თამაშები არის პლატფორმა იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მრავალფეროვნების დღის წესრიგის ცენტრში მოხვდეს და მსოფლიოს დაანახოს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზია. ტოკიო 2020-ს მაყურებლის რეკორდული რაოდენობა ჰყავს, ამიტომ ჩვენი მიზანია, პარალიმპიადა გამოვიყენოთ დამოკიდებულების შესაცვლელად, უთანასწორობის ბარიერების გადასალახად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.“ - აღნიშნა პარსონსმა.