საწვრთნელი შეკრება ბაკურიანში

 
 ამა წლის 2-დან 15 თებერვლის ჩათვლით,
პარასპორტსმენები - თემურ დადიანი, რუსლან შაჰუმიანი, თხილამურებით კროსში საწვრთნელო შეკრებას გადიან დაბა ბაკურიანში, მწვრთნელების - ერეკლე კამლაძის, თამაზ ჩიტიძის,ირაკლი დაუშვილის
ხელმძღვანელობით.
პანდემიის მიუხედავად, ჩვენი პარასპორტსმენები საუკეთესო ფორმაში არიან და განაგრძობენ ფიზიკურ მომზადებას უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის.
აღნიშნული საწვრთნელი შეკრება 2021 წლის საერთაშორისო ტურნირისთვის
მოსამზადებელი ეტაპია.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პარასპორტსმენებს!