5-12 მარტის ჩათვლით, პარასპორტსმენი თემო დადიანი საწვრთნელო შეკრებას გადის

პანდემიის მიუხედავად, ჩვენი პარასპორტსმენები განაგრძობენ ფიზიკურ მომზადებას უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის.
ამა წლის 5-დან 12-მარტის ჩათვლით, პარასპორტსმენი
თემო დადიანი, თხილამურებით კროსში, საწვრთნელო შეკრებას გადის დაბა ბაკურიანში, მწვრთნელების -
თამაზ ჩიტიძის და ირაკლი დაუშვილის ხელმძღვანელობით.
აღნიშნული შეკრება, სათხილამურო სპორტში (15-დან 25- მარტის ჩათვლით) დაგეგმილი ფინეთის მსოფლიო თასის გათამაშების წინა მოსამზადებელი ეტაპია.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პარასპორტსმენებს!