საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის წევრი, სადაც შშმ პირთა უფლებები და ადვოკატირების ინდივიდუალური მექანიზმები უმაღლესი სტანდარტით არის დაცული - რატი იონათამიშვილი

'' გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის წევრი, სადაც შშმ პირთა უფლებები და ადვოკატირების ინდივიდუალური მექანიზმები უმაღლესი სტანდარტით არის დაცული. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ გადავდივართ შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის ახალ ეტაპზე , რითაც სრულდება კონვენციით აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვანი რატიფიცირება. მინდა მადლობა ვუთხრა შშმ პირებს, მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს, ვინც პირველივე დღიდან აქტიურად ლობირებდა რატიფიცირების პროცესს. ჩემს კოლეგებს და მთავრობას, ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენი საერთო წარმატება და ვალდებულებაა!'', - რატი იონათამიშვილი