ლადო ჭინჭარაულმა პარასროლაში ალ აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეოთხე ადგილი დაიკავა

ალ აინი-2021

მსოფლიო თასის გათამაშება პარასროლაში

(15-26 მარტი)

დღეს, ქართველმა პარასპორტსმენმა  ლადო ჭინჭარაულმა,მწვრთნელი  ზაზა ხოსმაზარაშვილი, პარასროლაში ალ აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრიან დისტანციაზე, 8 საუკეთესო პარასპორტსმენს შორის,რიგითობით პირველმა, ფინალში გადაინაცვლა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჭინჭარაული ასპარეზობას 24 მარტს დაასრულებს. 

წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ პარასპორტსმენს.