საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების მორიგი წარმატება

ორი ოქრო და ერთი ვერცხლი.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა, პარაწოლჭიმში მანჩესტერში, 2021 წლის მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა.

დღეს, იაგო გორგოძე მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) 8 ათლეტს შორის, საუკეთესო აღმოჩნდა, 205კგ. ჩათვალა და ოქროს მედალი მოიპოვა. აკაკი ჯინჭარაძემ (107 კგ წონით კატეგორიაში) 213კგ. ჩათვალა, 5 ათლეტს შორის, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჯინჭარაძე აღნიშნულ ტურნირზე ,2021 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელიც გახდა. ჩვენს სახელოვან პარასპორტსმენებს, მწვრთნელს ზურაბ ციხიშვილს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ. შეგახსენებთ, გუშინ აჰმად რაზმაზარი (80კგ.წონით კატეგორიაში) ოქროს მფლობელი გახდა.

პარაწოლჭიმში მანჩესტერში მიმდინარე 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშება,ტოკიოს 2021 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი 30 მარტს დაბრუნდება სამშობლოში.