7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.

2021 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“.