საქართველოს პარაცურვის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს პარაცურვის ნაკრები გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელიც 16-დან 20 მაისის ჩათვლით პორტუგალიაში გაიმართება.
16 მაისს, თათია კალანდაძე 50მ. თავისუფალი ყაიდით და 100 მ.ბრასით ცურვაში გამოვა.
18 მაისს,ნიკა თვაური 100მ. ბრასით ცურვაში იასპარეზებს.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პარასპორტსმენებს.
პარაცურვაში პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.