20 მაისს, სტარტი აიღო თბილისის 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ პარაწოლჭიმში

დღეს, 20 მაისს, სტარტი აიღო თბილისის 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ პარაწოლჭიმში.
ტურნირი გაიმართა 49კგ და 65კგ. წონით კატეგორიებში მამაკაცებში.
თემო დადიანი 65 კგ.წონით კატეგორიაში გამოვიდა და 85 კგ. აწია, მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
პირველი ადგილი ჩილეს პარასპირტსმენს ერგო, მეორეზე იტალიელი გავიდა.
ჯამში დღეს 6 წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.
ტურნირი 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ხვალ სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლენ
ქალებიც და მამაკაცებიც.