ნიკა თვაური: შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვა ისეთ რაღაცებზე, რისი გაკეთებაც შეგიძლია!

''საბრძოლო ნივთიერება აფეთქდა და ორივე თვალში მომხვდა ნამსხვრევები. ხელი დამიზიანდა და ათი წლის განმავლობაში შვიდი თუ რვა ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მხედველობა პერიოდულად მიბრუნდებოდა, მაგრამ თვეების შემდეგ, ისევ იმავე პრობლემის წინაშე ვდგებოდი. აუტანელი იყო ის მდგომარეობა, რომელშიც მე ვიყავი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცის შეცვლა გინდა , ამიტომ გადავწყვიტე რაღაც სპორტით დავკავებულიყავი. დღეს მე ვარ აბსოლიტურად გათანაბრებული იმ სპორტსმენებთან, რომლებიც ემზადებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ბაზაზე. შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვა ისეთ რაღაცებზე, რისი გაკეთებაც შეგიძლია! ‘’, - ნიკა თვაური, პარამოცურავე.