თეა ბოლქვაძე: მოვუწოდებ ყველას, რომ არ დანებდეთ ცხოვრებაში!

 '' ტრავმის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა მძიმე იყო. არ შემეძლო მოძრაობა. ძალიან მძიმე იყო ამის გადატანა. დაირღვა ჩემი ორგანიზმის მოქმედება. ჩემი მოტივატორი გახდა ჩემი უძლურება. უძლური ხარ, ვერაფერს ვერ აკეთებ- ეს არის სრული კატასტროფა. ამან განაპირობა ის, რომ წავსულიყავი რეაბილიტაციაზე. ყოველი მოძრაობა ჩემს სხეულში - ეს იყო ჩემი ემოცია. ორგანოები თავის ფუნქციას დაუბრუნდა. შევძელი ის, რაც არ შემეძლო. შევძელი ფიზიკური აქტივობა, მიხვრა, მოხვრა და წავედი სპორტში. მოვუწოდებ ყველას, რომ არ დანებდეთ ცხოვრებაში! ’’, - თეა ბოლქვაძე, პარამშვილდოსანი.