უორიკის გრანპრიზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოქროს მედლ ..
პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ლიმას 2021 წლის მსოფლიო ..
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართ ..
საინფორმაციო ფურცელი საქართველოს კანონის პროექტის ''შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
რატი იონათამიშვილის ფეისბუქ-პოსტი:
საინფორმაციო ფურცელი საქართველოს კანონის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.
ძირითადი სიახლეები:
პაკეტი მოიცავს ძირითად კანონის პროექტს და 28 თანმდევ ინიციატივას, რისი მიზანიც ეროვნული კანონმდებლობის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან ჰარმონიზაციაში მოყვანაა;
კანონის დონეზე ჩნდება შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლის ვალდებულება. წესდება კონკრეტული ვადები და შესაბამისი გეგმის შემუშავების ვალდებულება;
განისაზღვრება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული მექანიზმი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი;
ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა.
კანონპროექტის საფუძვველზე გაჩნდება ახალი მუნიციპალური სერვისი - პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი, ხელს შეუწყობს შშმ პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას და უზრუნველყოფს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ვალდებულებათა გადანაწილებას.
შეიქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესს, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებას. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია იქნება დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე დაიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში;
მოხდება „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპის, გონივრული მისადაგების პრინციპის, შეზღუდული შესაძლებლობის და „მისაწვდომი გარემოს“ და სხვა... ახალი განმარტებები;
კანონპროექტს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.
კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებაში შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცულობა და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო.
განისაზღვრება სახელისუფლებო შტოებისა და ორგანოების კომპეტენციები და ვალდებულებები, მათ შორის, ეროვნული სამოქმედო გეგმების და სტრატეგიების შემუშავების;
იზრდება საპარლამენტო ზედამხედველობის როლი. კერძოდ, მთავრობას უჩნდება ვალდებუელბა წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. მოსმენა იმართება სახალხო დამცველის ანგარიშის სტანდარტით. კომიტეტს, ან ბიუროს უმრავლესობას აქვს შესაძლებლობა საკითხი გაიტანოს პლენარულ სესიაზე, გაიმართოს დებატები და პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი დადგენილება + რეკომენდაციები სამთავრობო უწყებებისთვის.
მეორე მოსმენით მხარდაჭერილი ძირითადი ცვლილებები:
მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციის განმარტება, რომელიც არის განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმის სახით;
ძირითად პროექტს დაემატება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ახალი მე-6 მუხლი;
შესაბამისი ცვლილებები შევიდა "დისრკიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვვრის შესახებ საქართველოს კანონში" და გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნა დისკრიმინაციის ფორმად;
ქალთა უფლებების მუხლს დაემატა რეპდორუქციული ჯანმრთელობის ვალდებულება;
მნიშვნელოვნად შეიცვალა მე-15 მუხლი (სოციალური დაცვა), პირველ მუხლს დაემატა საერთაშორისო ხელშეკრულებების ვალდებულება, ხოლო მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი დეფინიციით - სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვებს შორის, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
ეს მუხლი პირდაპირ ავალდებულებს მთავრობას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მართვას.
მთელ რიგ მუხლებში შეცვლილია ტერმინოლოგია და განმარტებები: - მაგ. ტერმინთა განმარტების თავში:
ვ) მისაწვდომი გარემო: „ხელმისაწდვომი გარემოს“ ნაცვლად, „მისაწვდომი გარემო“
ლ) „ბიოფსიქოსოციალური მოდელი: ნაცვლად - „პირის ჯანმრთელობისადმი მიდგომის მოდელი...“ ჩაიწერება: პირის ჯანმრთელობისადმი, მისი მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით განსაზღვრის, გაზმოვისა და პოლიტიკის ფორმირების მოდელი....“ და სხვა...
ცვლილება 4-ე მუხლში ("დამოუკიდებელი ცხოვრება“)
ბოლო პუნქტში დაემატება შემდეგი ქვეპუნქტი:
თ) ამ კანონით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე, იმ პირთა მონაწილეობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და მათი პირობების გაუმჯობესებასთან.
11-ე მუხლს (ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა) დაემატება 3-ე პუნქტი: სახელმწიფო უზრუნველყოფს ექსპლუატაციის, ძალადობის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წვდომას ფიზიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამებზე.
14 მუხლს (სოციალური დაცვა) დაემატება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილი და ჩამოყალიდება შემდეგნაირად: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
23-ე მუხლში აღმასრულებელი ხელისუფლება“ დაემატება მე-3 პუნქტი: უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან ან/და მათი პირობების გაუმჯობესებასთან.
25-ე მუხლში, (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) მოხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციალურ სერვისებზე წვდომის დაკონკრეტება.
პარალიმპიური მოძრაობა და პარალიმპიური კომიტეტი სტატუსით გაუთანაბრდა ოლიმპიურ მოძრაობასა და ოლიმპიურ კომიტეტს. კანონის ირგვლივ 50 სუბიექტს ქონდა წარმოდგენილი 41 რეკომენდაცია, საიდანაც მეორე მოსმენის დროს მოხდა 85 %-ის გაზიარება. რისი გათვალისწინებაც პირდაპირ ვერ მოხერხდა, და რატომ, ეს არის:
რეკომენდაცია სპეციალური მოსარჩელის სტატუსის გავრცელებაზე საკონსტიტუციო სასამართლოზე.
საჭიროებს დამატებით ინიციატივას კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. ამაზე პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს და მოხდება შესაბამისი კანონის ინიცირება.
ძირითად კანონში ყოფილიყო დეინსტიტუციონალიზაციის პირდაპირი ჩანაწერი:
კანონში არის, როგორც ადეკვატური ცხოვრების პირობების შექმნის ვალდებულება, ასევე, სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი სამინისტროსთვის სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიის შემუშავების ვალდებულებაც. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მოხსენიება დეინსტუტიციონალიზაციის არც კონვენციაში არ არის, რაც ლოგიკურია. ცხადია, ამ პრინციპების განხორციელება ვერ მოხდება ამ პროცესის დაწყებისა და კონკრეტული გეგმის განხორციელების გარეშე, მთავარია, ამის სამართლებრივი ინსტრუმენტები კანონის საფუძველზე შეიქმნას. ასე, რომ ეს საკითხი, ფაქტობრივად, კანონით გადაწყვეტილია და მისი შესრულებისთვის სავალდებულოა კონკრეტული სტრატეგიის შენა და ამ პროცესზე აქტიური საპარლამენტო და სამოქალაქო მონიტორინგის დაწესება.
მისაწვდომობის ვალდებულება მასალებზე და სერვისებზე ჩაწერილიყო ყველა სამინისტროს კომპეტენციაში.
ამის საჭიროება არ არის, რადგან 21-ე მუხლის ბ და გ პუნქტები ამ ვალდებულებას უკვე ავრცელებენ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოზე. ამასთან, იგივე ვალდებულება აღებულია მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში.
ტერმინების (მაგ. ხელმისაწვდომი/მისაწვდომი და ხელს უწყობს/ უზრუნველყოფს) ჩასწორება.
ნაწილი ჩასწორებულია, ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც მესამე მოსმენის საკითხია. მექანიკური ჩასწორება არ უნდა მოხდეს, რადგან სამართლებრივად ორივე სწორია. პროექტში 77-ჯერ არის მოხსენიებული "უზრუნველყოფს" და მხოლოდ სამჯერ - "ხელს უწყობს". მაგალისთისთვის კონვენციაშიც ხელს უწყობს/ხელო შეუწყოს 40-ჯერ არის მოხსენიებული. თუმცა მესამე მოსმენაზე ამ საკითხზე სათითაოდ უნდა ვიმსჯელოთ.
სტისტიკასთან დაკავშირებული საკითხები
კანონში არის სტატისტიკის კომპეტენციები განსაზღვრული, რაც ასევე დევს აღმასრულებელი ხელისუფელბის მუხლში, რაც ახალი მეთოდებისა და მეთოდოლოგიის შემუშვება/განხორციელების ვალდებულებას აჩენს. გარდა ამისა, სტატისტიკაზე მუშაობა აუცილებელია სოციალურ მოდელზე გადასვლის გეგმის ფარგლებში. ასევე, აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, სადაც ზუსტად საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია და როლი იქნება გადამწყვეტი შშმ პირთა ორგანიზაციებთან ერთად.
ვადებთან დაკავშორებული საკითხები.
სოციალურ მოდელზე გადასვლის და მისაწვდომობის ვადებთან დაკავშირებით, ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ვალდებულებები გაჩნდეს და ამ ვალდებულებაში არ ვიყოთ შეზღუდული, რომ ოპტიმალურ დროში დავამტკიცოთ შესაბამისი ეროვნული გეგმები და გადავიდეთ შესრულების ნაწილზე. ჩანაწერი „არაუგვიანეს“ ამ პრინციპს შესრულების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ორივე პროცესი უკვე დაწყებულია და საჭიროა საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლის განხორციელება იმისთვის, რომ პირველ რიგში განისაზღვროს პრიორიტეტები და პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოები. ეფექტური ადვოკატირების პროცესში, ვადების გადმოწევის საკითხი, სავსებით რეალურია. ასე რომ ვფიქრობ, ეს კომპრომისული ჩანაწერი ხელს არ უშლის ნაყოფიერი და დროული სამუშაო ღონისძიებების გატარებას.
P.S. დაბოლოს, ახალი კანონი იძლევა სამოქალაქო სექტორის გაძილერების რეალურ შესაძლებლობას, რადგან მოიცავს ადვოკატირების ეფექტურ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს. კერძოდ, სპეციალური მოსარჩელის სტატუსი, ეროვნული გეგმების შემუშავება, CRPD-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ეროვნული მექანიზმის (კომიტეტი) შექმნა და ამ პროცესის მონიტორინგის დაწყება, შშმ პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციის განმარტება და ნორმად ქცევა ქმნის, როგორც ინკლუზიურობის გარანტიებს, ასევე, დამატებითი რესურსების მობილიზების შესაძლებლობას, რაზეც ჩვენ ჩვენის მხრიდან უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან, რომ ეს იყოს მათი პრიორიტეტი და რისი კონკრეტული შესაძლებლობაც ამ კანონის ინიცირებამ მოგვცა. ამას დაემატება CRPD- დამატებითი (ფაკულტატური ოქმის) რატიფიცირებაც, რომელზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისად, შედეგები თითოეული შშმ პირის უფლებების ეფექტურ და მყარი სამართლებრივი გარანტიებით დაცვამდე მივა '', - რატი იონათამიშვილი.