იაპონია ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პერიოდში კორონავირუსის პანდემიის ნაწილობრივ  დასრულების შემთხვევაშიც განიხილავს ათლეტებისთვის და სტუმრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს.

იაპონიამ უცხოელებისთვის საზღვრები თებერვალში ჩაკეტა, ზაფხულში კი შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა. ქვეყანაში შესვლის აკრძალვა კვლავაც ვრცელდება 120-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებზე.

საზღვრების გახსნის საკითხს იაპონიის მთავრობის, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის და ტოკიოს მთავრობის წარმომადგენლები სექტემბერში განიხილავენ. შესაძლოა, სწორედ ერთობლივი სხდომის შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდეს ოლიმპირი თამაშების მონაწილეებისთვის და სტუმრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამასთან, იაპონიაში ჩასულებისთვის აუცილებელი იქნება კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.