ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ოლიმპიური თამაშების ბედს ვაქცინა განსაზღვრავს

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის იოშირო მორის მოსაზრებით, ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა რიცხვის მექანიკურად შემცირება შეუძლებელია, მაგრამ თამაშების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხის განხილვის შემთხვევაში შესაძლოა თამაშების გაუქმების საკითხიც დადგეს.

ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი იმაზე იქინება დამოკიდებული, შემუშავდება თუ არა ვაქცინა და წამალი. ამასთან, ეჭვობს, რომ თამაშები კვლავაც გადაიდება: „2022 წლის ზამთარში პეკინის თამაშებია, 2024 წელს - პარიზის. ყველაფერი 2028 წლამდე არის გაწერილი. იმის ალბათობა, რომ პარიზი დაგვითმობს, არ არსებობს. ჩატარდება თუ არა ოლიმპიური თამაშები, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კაცობრიობა კორონავირუსზე გამარჯვებას."