მშვილდოსნობა სიზუსტეს მოითხოვს და ელემენტარულ შეცდომასაც არ გპატიობს - ვანო წიკლაური

წლების წინ, არც კი ვიცოდი, შშმ პირთა სპორტი თუ არსებობდა საერთოდ.
ვფიქრობდი, ეს დაფეხვილი კაცი სპორტში როგორ უნდა ჩავერთო-მეთქი?!

წოლჭიმში ვმოღვაწეობდი, თუმცა ჯანმრთელობამ არ შემიწყო ხელი, იმიტომ, რომ ხერხემალში ფიქსატორი მქონდა ჩადგმული, ამიტომაც გადავერთე მშვილდოსნობაზე.

მშვილდოსნობა სიზუსტეს მოითხოვს და ელემენტარულ შეცდომასაც არ გპატიობს. როცა ერთი შეხედვით ვუყურებდი, ადვილი მეგონა, თუმცა როდესაც მშვილდს ხელში იჭერ, ყველაფერი იცვლება.

ვანო წიკლაური, პარამშვილდოსანი.