,, ტოკიო -2020 კორონასთან ერთად ჩატარდება '' - მუტო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტოშირო მუტოს განცხადებით, ტოკიო-2020 „კორონასთან ერთად" ჩატარდება.

მუტოს თქმით, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო კრიზისი და ამავე მიზეზით 2021 წლამდე გადავადებული ოლიმპიური თამაშების პერიოდში ვირუსი ალბათ არ გაქრება: „ვერ გეტყვით, მომავალ ზაფხულს კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაავადება წარსულს ჩაბარდება. უფრო მნიშვნელოვანია თამაშების გაამართვა  COVID-19-თან თანაცხოვრების პირობებში. გარდა ამისა, კორონავირუსის დროს ოლიმპიური თამაშების ჩატარება ნიშნავს, რომ ანტივირუსულ სტრატეგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება - COVID-19-თან ბრძოლის სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოების დონეზე უნდა იყოს აყვანილი," - ამბობს მუტომ.

გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორი  იმედიანად არის განწყობილი და ამის საფუძველს აძლევს იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ოლიმპიადისთვის მზადების ყველა ეტაპზე. მუტო ვარაუდობს, რომ  ოქტომბერში დამტკიცდება ახალი ბიუჯეტი, საორგანიზაციო კომიტეტი კი შეამცირებს ხარჯებს იქ, სადაც ამის საშუალება იქნება.