მსოფლიო პარა ცურვის კომიტეტის გადაწყვეტილება - ჩემპიონატი 2021 წლის 16-22 მაისს გაიმართება

მადეირას ევროპის ღია ჩემპიონატი გადაიდო 2021 წლამდე

პორტუგალიის კუნძული მეორედ უმასპინძლებს შეჯიბრს, რომელშიც 500 მოცურავე მიიღებს მონაწილეობას

პორტუგალიაში მადეირა 2020 მსოფლიო პარაცურვის ევროპის ღია ჩემპიონატი გადაიდო 2021 წლისთვის, ის მომავალი წლის 16-22 მაისს გაიმართება.

გადაწყვეტილება სამშაბათს (11 აგვისტოს) გამოცხადდა მსოფლიო პარა ცურვისა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის (LOC) მიერ.

ევროპის ჩემპიონატი 17-23 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო გადაიდო.

აპრილში, მსოფლიო პარაცურვამ გამოაცხადა, რომ 2020 წლის სეზონი შეჩერდებოდა სექტემბრამდე, რათა მოეხდინათ დაკვირვება კორონავირუსის გავრცელებაზე.

მას შემდეგ, საერთაშორისო ფედერაცია აწარმოებს დისკუსიებს მადეირიის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტთან, რათა დაადგინონ ახალი თარიღები.

რადგან ეს არის ღია ღონისძიება, სპორტსმენები ყველა კონტინენტიდან შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

მადეირა 2020 ერთობლივად იქნება ორგანიზებული პორტუგალიის საცურაო ფედერაციის (FPN), მადეირას საცურაო ასოციაციის (AN Madeira), ფუნჩალის მუნიციპალური პალატის და მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის მიერ.

‘ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ შეგვიძლია ეს ახალი ამბები ჩვენს სპორტულ საზოგადოებასა და გულშემატკივრებს გავუზოაროთ.’ - განაცხადა გეორგიოს ანტონიუმ, მსოფლიო პარა ცურვის მენეჯერმა. ‘ჩვენ გვესმის, რომ ეს თვეები იყო რთული პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის გამო, მაგრამ ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტსა და მადეირას ხელმძღვანელობასთან, რათა შევძლოთ კონკურსის ახალი თარიღების დანიშვნა.’

‘ევროპის ღია ჩემპიონატი ტოკიოს პაროლიმპიური თამაშების წინ მთავარი მოვლენაა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტია, რათა სპორტსმენებმა და გუნდებმა უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა მომდევნო სეზონისთვის. ჩვენ ველოდებით კარგ შეჯიბრებებს და ჩვენი სპორტსმენების კვლავ მოქმედებაში ნახვას,’- დასძინა ანტონიუმ.

პორტუგალიის ცურვის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ხოსე სილვამ განაცხადა: ‘COVID-19– ით გამოწვეული პანდემიისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გარდაუვალი კარანტინის შემდეგ, დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, 2021 წელს ვუმასპინძლოთ მსოფლიო პარაცურვის ევროპის ღია ჩემპიონატს ‘მადეირა 2020.’ ადგილობრივი ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი წვლილის წყალობით, ჩვენ ნამდვილად მოვაწყობთ საოცარ ღონისძიებას, რომელიც ყველა სპორტსმენისთვის დასამახსოვრებელი იქნება. დროა კიდევ უფრო გლობალური გავხდეთ. ვიმედოვნებთ, რომ შეგხვდებით მაისში.’

50-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი მოცურავე მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში, რომელიც მადეირაში ‘Penteada’ -ს საცურაო კომპლექსში გაიმართება.

პორტუგალიის კუნძულზე მეორედ იმართება ევროპის ჩემპიონატი. პირველი 2016 წელს გაიმართა, რომელიც ასევე ღია ღონისძიება იყო და ემსახურებოდა რიო 2016 პარალიმპიადისთვის მომზადებას.