პარასპორტსმენებს საჩუქრად ახალი სპორტული ეკიპირება გადაეცათ

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ქართველმა პარასპორტსმენებმა სასწავლო-საწვრთნელი პროცესი განაახლეს.
 
პანდემიიდან გამომდინარე, საფრთხეების გამო, ახალი გამოწვევების წინაშე ქართველი პარასპორტსმენებიც დადგნენ, რომლებიც ტოკიოს ზაფხულის პარათამაშებისთვის ემზადებოდნენ.
მიუხედავად ამისა, ჩვენი სახელოვანი და ნიჭიერი პარასპორტსმენები ინარჩუნებენ ფორმას და კვლავაც განაგრძობენ უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის მზადებას.
 
1 აგვისტოდან დღემდე წოლჭიმის, პარატაეკვონდოს, და პარაძიუდოს ნაკრებმა გუნდებმა დაბა ბაკურიანში სრულფასოვანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს.
 
კომიტეტის პრეზიდენტის რატი იონათამიშვილის ინიციატივით, ვიცე-პრეზიდენტმა შალვა მაისურაძემ და გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა ბაკურიანში პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები მოინახულეს, რომელიც მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელის - ნიკო ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით გადის.
 
კომიტეტის ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო სასწავლო-საწრთვნელ პროცესს და გუნდს საჩუქრად ახალი სპორტული ეკიპირება გადასცა.