საერთაშორისო ამბები - მსოფლიო პარალიმპიურმა კომიტეტმა და „კოკა-კოლამ“ გლობალური პარტნიორობა დააანონსეს

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი მიესალმება „კოკა-კოლას“ დამატებას მსოფლიოს პარაოლიმპიური პარტნიორების ჩამონათვალში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „Coca-Cola Japan“ იყო ტოკიო 2020 – ის პარაოლიმპიური თამაშების ოქროს პარტნიორი.

საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი ამბობს: ”ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ „კოკა-კოლა“ გახდა პარალიმპიელთა პარტნიორი მსოფდლიო მასშტაბით. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი მიიჩნევს, რომ ცვლილებები იწყება სპორტით და რომ პარასპორტს შეუძლია მეტად ინკლუზიური სამყაროს შექმნა. ჩვენ ვიცით, რომ „კოკა-კოლა“ იზიარებს ჩვენს რწმენას - ისინი ათწლეულების განმავლობაში იყვნენ პაროლიმპიური მოძრაობისა და ჩვენი თამაშების მხარდამჭერები და მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭირონ იაპონიის ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს COVID-19 პანდემიის დროს, მიანიშნებს თუ რამდენად აფასებენ ისინი პარასპორტს. მომდევნო წლებში ჩვენ ველით კოკა-კოლასთან თანამშრომლობის გაგრძელებას  იმ ინიციატივებზე, რომლებსაც შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ ჩვენს სპორტსმენებს მთელ მსოფლიოში. ”

გარდა ამისა, კომპანიის ოლიმპიური და პარაოლიმპიური პარტნიორობის ფარგლებში, „Coca-Cola Japan“– მა ივნისში დაიწყო დონაციის პროგრამა სპორტსმენებისთვის, რათა პანდეემიის პირობებში დახმარება გაეწია იაპონიის ეროვნული გუნდისთვის.

გასულ წელს "კოკა-კოლამ" ოლიმპიური სპონსორობის ვადა 2032 წლამდე გაახანგრძლივა.