საქართველოს ბანკსა და პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა კიდევ 5 წლით გაგრძელდა

საქართველოს ბანკსა და ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა კიდევ 5 წლით გაგრძელდა.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ 5 წლით გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

საქართველოს ეროვნული და პარალიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა - ლერი ხაბელოვმა და რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს თანამშრომლობისთვისა და ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის.