სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად

სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.

სეოკ-ის წესდების შესაბამისად და დელეგატთა დასტურით, გაიმართა ღია კენჭისყრა - პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 117-მა დელეგატმა.

ყველამ ერთხმად მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, რომელიც მესამე ვადით უხელმძღვანელებს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.