ზურაბ ზურაბიანი

პარაძიუდოისტი

ზურა ზურაბიანი დაიბადა 2000 წლის 2 თებერვალს. ძიუდოზე მამის ინიციატივით შევიდა 12 წლის ასაკში და მას შემდეგ ამ სპორტით არის დაკავებული. ვარჯიშის პარალელურად, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019 წელს პარაძიუდოს შესახებ საკუთარი მწვრთნელის დახმარებით შეიტყო და შემდეგ დაიწყო ასპარეზობა სპორტის ამ სახეობაში. ზურა ზურაბიანი ამ ეტაპზე ასპარეზობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, რომლის საშუალებითაც მოიპოვებს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზიას.