ირაკლი სეფერთელაძე

ბოჩა

ირაკლი სეფერთელაძე - დაიბადა 1987 წლის 18 აგვისტოს. დააამთავრა 10-ე საჯარო სკოლა, რის შემდეგაც ჩააბარა პროფესიულ სასწავლებელში IT ინჟინერიის მიმართულებით, თუმცა არაადაპტირებული გარემოს გამო, პროფესიით არასდროს არასდროს არ უმუშავია.

2 წლის ასაკში მიღებული აქვს მძიმე დაზიანება თავის არეში, რის შედეგადაც მოხდა მარცხენა ხელის და ფეხის პარალიზება.

უკვე 4 წელია, რაც აქტიურად მოღვაწეობს სპორტის პარაოლიმპიურ სახეობა ბოჩაში.

მისი თქმით, ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც გაძლევს საშუალებას მიიღო სპორტით სიამოვნება და ამავე დროს მოითხოვს სიზუსტეს, სტრატეგიას და გონებრივ დატვირთვას.