ალექსანდრე შაქარაშვილი

უსინათლოთა ფეხბურთი

ალექსანდრე შაქარაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1997 წლის 20 მაისს, 2003 წლის სექტემბერში შევიდა ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლაში და დააამთავრა 2015 წლის გაზაფხულს.

2017 წელს ჩაააბარა თბილისის სპორტულ უნივერსიტეტში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე სადაც ამჟამადაც სწავლობს, არის მე-4 კურსის სტუდენტი.

საქართველოს უსინათლოთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა 2014 წლის გაზაფხულში, რის შედეგდაც მიიღო გადაწყვეტილება მასაც ევარჯიშა მეგობრებთან ერთად.

ამჟამად ვარჯიშობს საქართველოს ქალაქ თბილისის პარალიმპიურ ცენტრში , ირიცხება საქართველოს უსინათლოთა და მცირე მხედველთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებში.

უსინათლოთა ფეხბურთის დაარსების შემდეგ, მიაღწია რამოდენიმე წარმატებასაც.

2017 წელს მიწვეული იყვნენ რუმინეთში, ქალაქ ბაქაუში, სადაც გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი სადაც გავიდნენ მე-2 ადგილზე და მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების უფლება, რომელიც ჩატარდა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში.